ჰანის (არნჰემისა და ნაიმეჰენის გამოყენებითი მეცნიერებების) უნივერსიტეტი გამორჩეულია ნიდერლანდების უდიდეს პროფესიულ უნივერსიტეტებს შორის. იგი მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. აქ სწავლობს დაახლოებით 24000 სტუდენტი და მუშაობს 2200 აკადემიური პერსონალი. უნივერსიტეტს აქვს პროფესიაზე ორიენტირებული პროგრამები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეზე შემდეგ სპეციალობებში: ინჟინერია და გარემოს დიზაინი, ჯანდაცვა და სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი, საინფორმაციო და კომუნიკაციური მეცნიერებები და ასევე მასწავლებელთა ტრენინგები. კურსდამთავრებულები, რომელთაც მიღებული აქვთ ხარისხი, ან დიპლომი, ადვილად საქმდებიან ინდუსტრიულ თუ სამთავრობო სექტორებში. ნიდერლანდებში პროფესიული პროგრამები გათვლილია პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და სამუშაო უნარების გამომუშავებაზე. ჰანის უნივერსიტეტი იყო და არის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილე ისეთი საერთაშორისო პროექტებისა, როგორიცაა შოცრატეს და თემპუს. მათი მთავარი თემატიკა ეხება როგორც კურიკულუმების დახვეწა-განვითარებას, ასევე ხარისხის უზრუნველყოფას შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, განა, ინდონეზია და ვიეტნამი.
პიერ მენდეს საფრანგეთის უნივერსიტეტი (გრენობლი II):
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა გრენობლის უნივერსიტეტი დაარსდა 1970 წელს. უნივერსიტეტში ისწავლება შემდეგი დისციპლინები: სამართალი, ეკონომიკა, ფირმის მენეჯმენტი, პოლიტიკური მეცნიერებები, ურბანული განვითარება, ქალაქის დაგეგმარება, ფსიქოლოგია, ისტორია, ხელოვნების ისტორია, განათლების მეცნიერებები, მუსიკათმცოდნეობა. უნივერსიტეტში მოღვაწეობს 600 პედაგოგი-მკვლევარი და სწავლობს 20000 სტუდენტი.
უნივერსიტეტის დანიშნულებაა სტუდენტთა მომავლისთვის მომზადება. იგი მათ სთავაზობს როგორც მრავალრიცხოვან კურსებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ასევე ტრენინგებისა და კვლევების ჩატარებას.
პიერ მენდეს უნივერსიტეტს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება აფრიკაში, აზიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით რუსეთში.
ბოლონიის პროცესის ფარგლებში უნივერსიტეტი მონაწილეობს ისეთ ევროპულ პროექტებში, როგორიცაა: "ტემპუსი", "თუნინგის განათლების სტრუქტურები ევროპაში".
ტემპუსის პროექტის ფარგლებში გრენობლის უნივერსიტეტის მიზნებია:
მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტი არა მხოლოდ გერმანული ტრადიციული უნივერსიტეტია, არამედ ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი. იგი დაარსდა 1527 წელს, როგორც პროტესტანტული ინსტიტუტი და 5 საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა სწავლებისა და კვლევების ცენტრს.
დღესდღეობით უნივერსიტეტში 20000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათი 12% უცხოელია. ინჟინერიის გარდა, უნივერსიტეტში თითქმის ყველა სამეცნიერო დისციპლინა ისწავლება.
მარბურგის უნივერსიტეტს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს კრედიტების დანერგვასა თუ კურიკულუმების დახვეწა-განვითარებში, რომელიც წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ნაწილს.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი პედაგოგის - იაკობ გოგებაშვილის სახელს ატარებს. მას უნივერსიტეტის სტატუსი 1999 წელს მიენიჭა. 1973 წლამდე ინსტიტუტი მდებარეობდა კახეთის მეფეთა სამეფოს ტერიტორიაზე, შემდეგ საუნივერსიტეტო კომპლექსი გაშენდა ცივის მთის კალთაზე, რომელიც ქალაქსა და კავკასიონის მთებს გადაჰყურებს. აქ მდებარეობს სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, კომპიუტერული ცენტრები და სხვა. 1992 წლიდან იგი წარმოადგენს უმაღლესი განათლების ავტონომიურ დაწესებულებას.
უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს განახლებული პროგრამებით და იგი სამსაფეხურიანია: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. უნივერსიტეტში მუშაობს აგრეთვე უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა.
ტარდება სამეცნიერო კვლევები და შესაბამისად გამოიცემა სამეცნიერო შრომების კრებული. ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა კონფერენციები და საუკეთესო ნამუშევრები იბეჭდება, ხოლო სტუდენტები ჯილდოს სახით იღებენ სტიპენდიას.
სტუდენტები ასევე მონაწილეობენ სტუდენტთა შეჯიბრებებში, არქეოლოგიურ გათხრებში, ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციებში. სტუდენტთა ცხოვრებას კოორდინირებას უწევს სტუდენტური თვითმმართველობა.
სპარკი:
სპარკის დამოუკიდებელი ინსტიტუტი დაარსდა 1994 წლის თებერვალში. მისი ოფისები განლაგებულია შემდეგ ქალაქებში: ბელგრადი, მიტროვიცა, პრისტინე, ტუზლა და სხვ.
ორგანიზაცია ხელს უწყობს უნივერიტეტების რეფორმებსა და განახლების პროცესებს, განსაკუთრებით ბალკანეთსა და კავკასიის რეგიონში. მისი მიზანია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სპეციფიკური მოთხოვნების მკაფიოდ გამოვლენა და ადგილობრივი გრანტის მიმღებებისათვის პროექტის მენეჯმენტის განხრციელებას.
სპარკი საკმაოდ კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების პროცესებს. 2006 წელს მან განახორციელა მისია საქართველოში, რომლის მიზანი იყო ეკონომიკური განვითარებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში სპეციფიკური მოთხოვნების შეფასება. სპარკის წარმომადგენლები შეხვდნენ უნივერსიტეტების რექტორატს, ფაკულტეტის დეკანებს და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურს, სადაც განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები და დასახეს სამომავლო მიზნები.