თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ.N1;
ტელეფონები: 8 (250) 7 24 01; 8 (250) 7 59 82;
ფაქსი: 8 (250) 7 32 64;
E-Mail: info@tesau.edu.ge
www.tesau.edu.ge
საკონტაქტო პირი: ლალი ძამუკაშვილი,
პროექტის პი არ - მენეჯერი;
ტელეფონი: 893 97 98 33
E-Mail: brosset_telavi@yahoo.fr
7 დეკემბერს, 11 საათზე, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია I საერთაშორისო კონფერენცია,
რომელიც ტარდება ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული TEMPUS-TASIS-ის პროექტის - "Developing an Internal Quality Assurance
System at Telavi State University" ფარგლებში.
კონფერენცია ნაწილია ზემოთაღნიშნული პროექტისა, რომელიც 2008 წლის მარტიდან ხორციელდება თელავის უნივერსიტეტში.
პროექტი მოიცავს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებასა და ხელშეწყობას და ბოლონიის პროცესის მიერ შემოთავაზებული ევროპული
სტანდარტების დამკვიდრებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ეხება, როგორც სასწავლო პროგრამებისა და სალექციო კურსების
თანამედროვე დონეზე შედგენას და უნივერსიტეტში სწავლების დონის ამაღლებას, ასევე აკადემიური პერსონალის გადამზადებას, კვლევების
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას,
უნივერსიტეტის განვითარების ცენტრის შექმნასა და სხვა.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების: ჰანის (ნიდერლანდები), გრენობლის, (საფრანგეთი),
მარბურგის (გერმანია) უმაღლესი განათლების სპეციალისტები.
კონფერენციაზე მოწვეული არიან პარტნიორი უნივერსიტეტების - უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები, ასევე,
საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.
გთხოვთ, მობრძანდეთ!