7 - 9 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა საერთაშორისო მინი კონფერენციას, რომელიც ევროკომისიის მიერ
დაფინანსებული პროექტის - "შიდა ხარისხის უზრუნველყოფის ამაღლება თესაუ-ში" ნაწილს შეადგენდა. პროექტის ფარგლებში კონფერენცია
პირველად ჩატარდა თელავში და მნიშვნელოვანი იყო თავისი მასშტაბურობით. მასში მონაწილეობას იღებდნენ კონსორციუმის წევრი
უნივერსიტეტების: ჰანის (ნიდერლანდები), გრენობლის, (საფრანგეთის), მარბურგის (გერმანია) უმაღლესი განათლების სპეციალისტები.
ასევე, კონფერენციას ესწრებოდნენ განჯის უნივერსიტეტის და სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების დელეგაციები.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების
წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის საელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი გოცირიძემ, რომელმაც
მიმოიხილა თელავის სახელმწფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა. >>>
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩუბინიძემ და TEMPUS-ის წარმომადგენელმა საქართველოში თამარ
წულუკიძემ
ისაუბრეს საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობაზე და ასეთ პროექტებში ქართული უნივერსიტეტების ჩართვის აუცილებლობაზე.
კონფერენციას თან ერთვოდა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც, უშუალოდ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკდემიური პერსონალისათვის
იყო გამიზნული. ჰანის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა კორ სეგერენმა ისაუბრა ჰანის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
შესახებ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს სასარგებლო რჩევები მისცა. დაგეგმე, შეასრულე, შეამოწმე - ასეთია ხარისხის
უზრუნველყოფის ციკლი ჰანის უნივერსიტეტში და ასეთ სისტემაზე აწყობილი მუშაობა შესთავაზა ბატონმა სეგერენმა თელაველ კოლეგებს. "ზოგადად,
ხარისხი არის ის, რასაც სხვები
ამბობენ თქვენზე და არა ის, რასაც თქვენ ამბობთ თქვენს თავზე" _ დასძინა კორ სეგერენმა და დამსწრეთაც
საკითხისადმი ამგვარი მიდგომისკენ მოუწოდა საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ტრენინგებზე განხილული იყო სხვა მნიშვნელოვანი თემებიც: სასწავლო პროგრამების შედგენა და შეფასება; აკადემიური წერის სხვადასხვა
ასპექტზე მუშაობა; პროგრამა ახალგაზრდა მკვლევარებისათვის; სამეცნიერო გრანტებზე მუშაობა და ა.შ.