გაცნობებთ, რომ გამოცხადდა Tempus-ის 2009 წლის საგრანტო კონკურსის პირობები: http://ec.europa.eu/education/programmes/tempus/call09_en.html
დეტალები იხ. თანდართულ ფაილში.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ერთობლივი პროექტების, ასევე სტრუქტურული ღონისძიებების კონკურსის ფარგლებში ქვემოთ მოყვანილი პრიორიტეტების მიხედვით:
ეროვნული პრიორიტეტები ერთობლივი პროექტებისათვის:
- კურიკულუმის მოდერნიზაცია (სამსაფეხურიანი უმაღლესი განათლება, ECTS და აკადემიური ხარისხების ცნობა) შემდეგ სფეროებში:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები
- მედიცინა
- განათლება
- ინსტიტუციური და ფინანსური ავტონომია და ანგარიშვალდებულება
- ცოდნის სამკუთხედი: განათლება - ინოვაცია - კვლევა
ეროვნული პრიორიტეტები სტრუქტურული ღონისძიებებისათვის:
- ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა
- კვალიფიკაციების ჩარჩო
რეგიონული პრიორიტეტები ერთობლივი პროექტებისათვის
- კურიკულუმის მოდერნიზაცია შემდეგ სფეროებში:
- სამართალი (ადამიანის უფლებათა დაცვის ჩათვლით)
- ჯანდაცვა
- განათლება
- ენერგეტიკა
- გარემო (კლიმატის ცვლილების ჩათვლით)
- ტრანსპორტი
- საინფორმაციო საზოგადოება
- ბიზნესი და მეწარმეობა
- ტურიზმი
- უნივერსიტეტის მენეჯმენტი და სტუდენტთა მომსახურება
- ინსტიტუციური და ფინანსური ავტონომია და ანგარიშვალდებულება
- უმაღლესი განათლების თანაბარი და გამჭვირვალე ხელმისაწვდომობა
- საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება
- საწარმოებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარება
- მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპის განვითარება
რეგიონული პრიორიტეტები სტრუქტურული ღონისძიებებისათვის
- უნივერსიტეტის მენეჯმენტი და სტუდენტთა მომსახურება
- ინსტიტუციური და ფინანსური ავტონომია და ანგარიშვალდებულება
- უმაღლესი განათლების თანაბარი და გამჭვირვალე ხელმისაწვდომობა
- საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება
- არასაუნუვერსიტეტო სექტორის მასწავლებელთა მომზადება-გადამზადება
- საწარმოებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარება
- მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპის განვითარება
საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 28 აპრილი.
გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია (განათავსოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე).
საგრანტო განაცხადის ფორმა გამოქვეყნდება თებერვლის ბოლოს. საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია მარტის პირველ კვირას. დამატებით ინფორმაციას შეხვედრის თაობაზე მოგვიანებით მოგაწვდით.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს მისამართზე lglonti@geo.net.ge.