2005 წლის მაისში ბერგენში (ნორვეგია) დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ბოლონიის პროცესს შეუერთდა.
ჩვენთვის ბერგენის ხელშეკრულება ნიშნავს უმაღლესი განათლების რეფორმის დაჩქარებულ ტემპს, რათა მოვახერხოთ საერთო ევროპული
უმაღლესი განათლების სივრცეში გაერთიანება.
ბოლონიის დეკლარაცია ადგენს უმაღლესი განათლების განვითარების სხვადასხვა სტანდარტებს, რისი მიღწევაც აუცილებელი
პირობაა ამ პროცესში მონაწილე ყველა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლისათვის. ამ მიმართულებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხის
უზრუნველყოფის ამაღლება შემოთავაზებული სტანდარტების მიხედვით. აქ ლაპარაკია სწავლის, სწავლებისა და კვლევითი მუშაობის ხარისხის
ამაღლებაზე.
2006 წელს უნივერსიტეტის საერთაშორისო განყოფილების სამსახურმა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა
სერიოზული შრომა გასწიეს, რათა მოეძებნათ პარტნიორი უნივერსიტეტები ევროკავშირის ქვეყნებში და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის
შეექმნათ კონსორციუმი პროექტის დასაწერად. პროექტის მიზანი შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარება იქნებოდა. 50-ზე მეტი
წერილი გაიგზავნა ევროპაში ასეთი კონსორციუმის შექმნის მოწოდებით. იყო გამოხმაურებები. საბოლოოდ, კონსორციუმი შედგა
5 საგანმანათლებლო დაწესებულების მონაწილეობით.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს:
პროექტი გადახედავს ევროკავშირის ქვეყნებში დანერგილ და აპრობირებულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს და შეიმუშავებს შესაფერის
მოდელს თელავის სახ. უნივერსიტეტისთვის. აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა გადამზადება მოხდება უცხოელი
ექსპერტების მიერ ჩატარებული კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფებისა და საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტების შედეგად. ასევე,
დაგეგმილია აკადემიური პერსონალის გადამზადდება სწავლებისა და სწავლის სფეროში.
პროექტის მუშაობის პირველ წელს გადაისინჯება უნივერსიტეტში არსებული სწავლებისა და სწავლის ხარისხის
უზრუნველყოფის სისტემა.
აკადემიური პერსონალი ყველა სასწავლო კურსის კურიკულუმისათვის მიიღებს ოფიციალურ შეფასების სისტემის სქემას.
პროექტით დაგეგმილია კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების ერთობლივი აკადემიური ჟურნალის გამოცემა.
პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მუდმივად შეფასდება შესრულებული სამუშაოები და შედეგები ეცნობება პროექტის მონაწილეებს.
სწავლების მაღალი ხარისხის მისაღწევად გაანალიზდება არსებული კურიკულუმები და სასწავლო მასალები. შეიქმნება სწავლისათვის უკეთესი
გარემო. გამჭვირვალე გახდება კომპეტენციები და სწავლის შედეგები.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ტრეინინგების დროს ევროკავშირის პარტნიორი უნივერსიტეტების ექსპერტები, პირველ რიგში,
მოახდენენ სამი საპილოტე ფაკულტეტის (აგრარული, სოციალურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო) კურიკულუმების ანალიზსა
და დამუშავებას.
თემაზე - "კრედიტები, როგორც კურიკულუმების განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის იარაღი" - ჩატარდება ექვსი ოთხდღიანი შეხვედრა
არა მარტო საპილოტე ფაკულტეტების, არამედ დანარჩენი ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებისთვის. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: